January 5, 2011

Interiors

ფილმი "ინტერიერები" საკმაოდ კარგია სხვათაშორის...
დღეს ვფიქრობდი, რომ თანამედროვე ქართული ინტერიერები (რომლებსაც დიზაინერები ქმნიან) ძირითადად ყველა ერთნაირია. ყველა მოდერნისტულ-მინიმალისტური, ცარიელი და მოსაწყენია. სიმართლე რომ ვთქვა, ეგეთი სტილი მომწონდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ მოკლედ ზედმეტად ცარიელი და უსახურია. სახლში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, უნდა იყოს რამე საინტერესო, სიმყუდროვე, მოკლედ მივხვდი რომ ყველაფერი დეტალებშია და არა ყვავილებიან კედლებში. სახლს უხდება ბევრი დეტალი, ზოგი ძველმოდური,ზოგი ძალიან თანამედროვე, ზოგიც უბრალოდ ძველი.
1. ძალიან მარტივი და სადა კარადა, რომელშიც ბევრი რამე დაეტევა

2. წიგნები (არ ვაკნინებ წიგნების მნიშვნელობას, უბრალოდ ინტერიერსაც ძალიან უხდება ☻)

3. ყუთები (რომელშიც ყველაფრის მოთავსებაა შესაძლებელი, რაც გარშემო არის ხოლმე მიყრილ-მოყრილი)














4. სარკე, ან სარკეები. რამდენიმე გვერდი-გვერდ დაკიდებული ♥ ძველებურ ჩარჩოში




5. ნახატები, ან ძველი ილუსტრაციები წიგნიდან, ნებისმიერი ნახატი შეგიძლიათ დააბეჭდინოთ ჩასვათ ნეიტრალურ, სადა ჩარჩოში და ეგაა! ბევრი ილუსტრაციის შერჩევა შეიძლება, ვინმეს უფრო თუ დააინტერესებს, შემიძლია გირჩიოთ და მოგიძებნოთ შესაბამისად









მოკლედ ამეების დადება უსასრულოდ შემიძლია. ♥
6. სანათი



7. ის რაც თაროებზე უნდა დაიდოს (და არამხოლოდ თაროებზე)



















გაგრძელება იქნება, იმიტომ რომ მეძინება და ერთ პოსტში ყველაფერი ვერ ჩაეტევა...
ზოგიერთი რაღაცის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეიძლება, ჰაუ თუ პოსტები ქამინგ სუნ

No comments:

Post a Comment