შემოდგომდა






რადგან საქმე არ მაქვს და ჩემთვისაც არავის სცალია,პოსტს გამოვაცხობ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწერს არავინ წაიკითხავს :) რატომღაც რომ იკითხო ვიღაც გადარეულის უაზრო ნაჯღაბნები. ვფიქრობდი რა უხდება ყველაზე მეტად შემოდგომას და მივხვდი რომ უხდება: კაკაო, ლიმნიანი ჩაი, შოკოლადი, სქელი გეტრები, კაშნი, ყველანაირი ზომისა და ფორმის ჟაკეტი, ბევრი სეირნობა და პრინციპში სულ ესაა, რადგან მეტი არაფერი არ მაფიქრდება. თუ კი ეს ყველაფერი გაქვთ, ჩათვალეთ რომ შემოდგომა თქვენის ყველაზე სასიამოვნო და სახალისო იქნება!

წელს მინდა ბეევრი და ბეევრნაირი კაშნი, ყველა ფერის, ზომისა და ფორმის, არ ვიცი ასე რატომ გავჭედე, მაგრამ მინდა. აი ეს კოლაჟი სპეციალურად გავაკეთე, ვიფიქრე უცბად დავყრი ბევრ ფოტოს თქო, მაგრამ როგორც ყოველთვის შევყევი :)))

რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი ქარში ან სიგრილეში? ნამდვილად სარფიანი ინვესტიციაა, სულ უბრალოდაც რომ გეცვას, გაიკეთებ ლამაზს შარფს და მორჩა! სრულებით საკმარისია.

shoe art


დიზაინერები მუდმივ ძიებაში არიან, შექმნან ყველაზე ორიგინალური, განსხვავებული და უცნაური ფეხსაცმელები. მეორე საკითხია ასეთი ფეხსაცმელი რამდენად კომფორტულია, მაგრამ ნახვად ნამდვილად ღირს. მინდა გაჩვენეთ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი ორიგინალური და ლამაზი ფეხსაცმელები, რომლებსაც საქართველოში ალბათ ნაკლებად შევხვდებით. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს რომ საშინელია, უშნო, არაპრაქტიკული. მაგრამ მე მეჩვენება რომ თავისებურად ყველა მათგანი ლამაზია, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფეხსაცმელი :))))))) ნუ შეიძლება ეს ფრაზა ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა. ერთი ხელის მოსმით შექმნილი ესკიზებით არაა შეკერილი, ეტყობა რომ დიზაინერმა იმუშავა, იფიქრა და ამის შემდეგ შექმნა. თანაც უმეტესობა მათგანი ჰენდმეიდი. სხვათაშორის ეს ფეხსაცმელების უცხოეთში ძალიან პოპულარულია, ზოგიერთი მათგანი არც კი იშოვება და მოდის მიმდევრებს ბევრი წვალება უწევთ ერთი წყვილის მოსაპოვებლად. :დ ქვემოთ ფოტოებზე ნახავთ დიორის, მარკ ჯეიკობსის, გალიანოს, მიუ მიუს, ბალენციაგას, ივ სენ ლორენის, პრადას და ნინა რიჩის ფეხსაცმელებს.





















































test post

მოგესალმებით!

არც კი მჯერა რომ ბლოგი გავაკეთე :) არასდროს მქონია და წარმოდგენა არ მაქვს, რა, როგორ და რანაირადაა.

შევეცდები დავწერო ყველაფერზე რაც მიყვარს და მაინტერესებს, რაც ხდება ჩემს გარშემო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყოს მკითხველისთვის საინტერესო.

დროებით! :პ

 

© Copyright bow . All Rights Reserved.

Designed by TemplateWorld and sponsored by SmashingMagazine

Blogger Template created by Deluxe Templates