January 8, 2011

ფიქრი მონიტორთან

ეხლა ვფიქრობდი, შეკითხვაზე ვინ არის ჩემი საყვარელი მხატვარი, რა პასუხი მექნებოდა. ალბათ ძალიან ბევრი სახელი და გვარი მომივიდოდა თავში. მაგრამ რომ ეთქვათ, დამესახელებინა მხოლოდ ერთი ადამიანი და მხოლოდ ერთი ნახატი, ვინ იქნებოდა ის ადამიანი და რომელი ნახატი იქნებოდა ის ერთადერთი (ამ მომენტში ღრმად ჩავფიქრდი). რას ავარჩევდი? ეხლა ვცდილობ გონებაში აღვიდგინო ყველა ნახატი, რომელიც ოდესმე მომწონებია. ხოდა პირველი რაც გამახსენდა, ჩემი ძველი მეგობრის ( ☺ ) , ბალთუსის ნამუშევარია.


არ დავიწყებ იმის წერას რატომ მომწონს, თორემ ძალიან, ძალიან გრძელი პოსტი გამომივა. შემდეგ გამახსენდა ოტო დიქსის წითელკაბიანი ქალბატონის ( მოცეკვავე ანიტა ბერბერი) პორტრეტი

შემდეგ ჯეკ ვეტრიანო

სალვადორ დალი

ედვარდ ჰოფერი

შაგალი

როტკო

იოშიტომო ნარა


შილე და აქ გავრჩერდები, თორემ უკვე ძალიან ბევრი მახსენდება

სინამდვილეში არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იყო, როგორც კი დავიწყე სურათების ატვირთვა, ეგრევე მივხვდი რომ არჩევანს ბალთუსის გოგონაზე შევარჩერებდი. რაც შეეხება მხატვარს... დიქსსა და ჰოფერს შორის ვყოყმანობ... ჰოფერი.. ჰოფერი იქნებოდა ☻
რომელი ნახატია თქვენთვის ყველაზე საყვარელი? და რომელი მხატვარია ასევე ყველაზე საყვარელი? დაასახელეთ მხოლოდ ერთი. ☺

1 comment:

  1. კარგია, ბლოგერობა რომ არ მოგბეზრდა :)
    ძველ ლინკებს ჩამოვუარე და ნახევარი აღარაა.

    ჰო. პასუხი კითხვაზე მონე. :)
    ნახატი ბევრი, მაგრამ თუ ერთი მაინც შთაბეჭდილება.

    ReplyDelete