"When a woman smiles, then her dress should smile too."
პირველ რიგში მინდა დავიწყო მადელინ ვიონეთი (1876-1975) madeleine vionnet ეს ქალბატონი გახლავთ საფრანგეთის პირველი კონცეპტუალური დიზაინერი. ვიონე ცნობილია მისი ბერძნული სტილის კაბებით. თითქოს ძალიან თამედროვეა არა?
სხვათაშორის სწორედ მან შემოიტანა მოდაში ირიბად წაჭრილი კაბები.
მე ვთვლი რომ მისი კაბები არის ძალიან ლამაზი, ნაზი, ჰაეროვანი, კრეატიული და ძალიან ორიგინალური. ერთი სიტყვით, გენიელური. სწორედ ამიტომ, ბევრი თანამედროვე დიზაინერის შთაგონების წყაროც გახდა. azzedine alaia, yohji yamamoto, issey miyake და სხვა.
hussein chalayan ჰუსეინ ჩალაიანი (1970)
ეს კაცი გიჟია?
არა, ჩემი აზრით გენიოსია, უბრალოდ ფოტოებს შეხედეთ.
გარდა იმისა რომ ეს ადამიანი არის დიზაინერი,ამავდროულად არის არქიტექტორიც და ინჟინერიც. ვინც არ იცით, გეტყვით რომ მისი კაბები მოძრაობს, იშლება, იკეცება, ანათებს, გრძელდება, მოკლდება, ერთი სიტყვით აკეთებს ყველაფერს რაც შეიძლება წარმოიდგინო - ან ვერ წარმოიდგინო.
jo cope
ეს გახლავთ ახალგაზრდა დიზაინერი, თავის თავს აქსესუარების და კონცეპტუალური სამოსის დიზაინერს უწოდებს. პირველი რაც თვალში მომხვდა ეს გეომეტრიული ფორმები და ფერებია.
მოკლედ ძალიან ინდივიდუალურია ჩემი აზრით .
ძალიან მომწონს საყელოები, ძალიან!
issey miyake (1938) იაპონელი დიზაინერი
გარდა იმისა რომ მისი დიზაინი არის უნიკალური და ულამაზესი,ამავდროულად ისეი მიაკმა ნაკეცების კეთების ახალი მეთოდი შემოიტანა მოდაში, ტანსაცმელი ჯერ იჭრება და იკერება, შემდეგ იდება ქაღალდის ორ შრეს შორის (როგორც სენდვიჩი ისე:დ) და იდება ცხელი პრესის ქვეშ, სადაც ის იკეცება, ანუ კეთდება ეს საოცარი ნაკეცები.
ნუ ალბათ თავადაც ხვდებით რამდენი წვალება სჭირდება ამ შედეგის მიღებას.
No comments:
Post a Comment