the book of kells, მე-9 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუსკრიპტი.
ანიმაციური ფილმიც არის გადაღებული ამ წიგნზე, რომელიც შეგიძლიათ აი აქ ნახოთ :http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=GHGNGL
ისევე როგორც წიგნი, ფილმიც ულამაზესია და აუცილებლად ისიამოვნებთ.
უბრალოდ ილუსტრაციები, რომლებიც ძალიან მომწონს
ვორჰოლის ილუსტრაციების, საბავშვო წიგნისთვის.
სანამ თავის ცნობილ შედევრებს შექმნიდა, მანამდე აი ამეებს აკეთებდა :)
სპარსული ზოდიაქო
elsa beskow (1874-1953) საბავშვო წიგნების ძალიან ცნობილი შვედი ილუსტრატორი
April 4, 2010
April 2, 2010
ედვარდ ჰოფერი
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარი. პირველ რიგში, რაც მის ნახატებში მომწონს შუქ-ჩრდილია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში. მეორე რაც ასე ვთქვათ ჰოფერისეულია და პრინციპში შეიძლება მის კოზირადაც ჩაითვალოს, ეს ხატვის განსაკუთრებული სტილია. არჩეული აქვს ყოველთვის ხედვის საინტერესო წერტილი, ეს წერტილი შეიძლება ძალიან მაღლა, ან პირიქით-ძალიან დაბლა იყოს. ჰოფერი ხატავს იმას რაც ხდება შიგნით, ინტერიერში და ასევე იმას რაც ხდება გარეთ. თავადაც ამბობდა რომ ძალიან რთულია, ერთდროულად დახატო შიგნითაც და გარეთაც.
მომწონს ასევე მისი შექმნილი სამყარო, მშვიდი, წყნარი, მყუდრო და მზიანი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები რეალისტურია, ამავდროულად მეჩვენება რომ აბსტრაქტიულიცაა, არა გამომსხველობითი თვალსაზრისით, უბრალოდ თვითონ იდეაა აბსტრაქტული. ერთხელ ლოიდ გუდრიხს, ჰოფერის ერთ-ერთი ნახატი "განთიადი", მონდრიანის ნახატისთვის შეუდარებია, როდესაც ეს ჰოფერმა შეიტყო უთქვამს "შენ მე მომკალი"-ო. თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ მისი ნახატები აბსტრაქტული იყო.
საუბარი აი ამ ნამუშევარზეა
ჰოფერის ნახატებში მთავარია გარემო და ადამიანი თითქოს დანამატია, ორგანულად ერწყმის ინტერიერსა თუ ექსტერიერს, არ გეზედმეტება, მაგრამ აშკარად მეორეხარისხოვანია. განწყობას გიქმნის სწორედ გარემო, რომელსაც ჩემი აზრით ჰოფერი მომაჯადოვებლად გადმოსცემს, ადამიანების სახეებიც ხშირად ბუნდოვანია ხოლმე და პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა როგორი გამომეტყველება ექნება კონკრეტულ პერსონაჟს, რადგან განწყობა უკვე შექმნილია.
ჰოფერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ "მზე ცარიელ ოთახში", როგორც ცნობილია მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერიერში ფიგურის დახატვა, თუმცა ხატვის პროცესში გადაიფიქრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა, რადგან ფიგურა ამ მყუდროებას ნამდვილად დაარღვევდა.
სიცარიელე,თითქოს დასასრულია და მაინც მზე!
მიყვარს ეს კაცი.

April 1, 2010
კონცეპტუალური მოდა
"When a woman smiles, then her dress should smile too."
პირველ რიგში მინდა დავიწყო მადელინ ვიონეთი (1876-1975) madeleine vionnet ეს ქალბატონი გახლავთ საფრანგეთის პირველი კონცეპტუალური დიზაინერი. ვიონე ცნობილია მისი ბერძნული სტილის კაბებით. თითქოს ძალიან თამედროვეა არა?
სხვათაშორის სწორედ მან შემოიტანა მოდაში ირიბად წაჭრილი კაბები.
მე ვთვლი რომ მისი კაბები არის ძალიან ლამაზი, ნაზი, ჰაეროვანი, კრეატიული და ძალიან ორიგინალური. ერთი სიტყვით, გენიელური. სწორედ ამიტომ, ბევრი თანამედროვე დიზაინერის შთაგონების წყაროც გახდა. azzedine alaia, yohji yamamoto, issey miyake და სხვა.
hussein chalayan ჰუსეინ ჩალაიანი (1970)
ეს კაცი გიჟია?
არა, ჩემი აზრით გენიოსია, უბრალოდ ფოტოებს შეხედეთ.
გარდა იმისა რომ ეს ადამიანი არის დიზაინერი,ამავდროულად არის არქიტექტორიც და ინჟინერიც. ვინც არ იცით, გეტყვით რომ მისი კაბები მოძრაობს, იშლება, იკეცება, ანათებს, გრძელდება, მოკლდება, ერთი სიტყვით აკეთებს ყველაფერს რაც შეიძლება წარმოიდგინო - ან ვერ წარმოიდგინო.
jo cope
ეს გახლავთ ახალგაზრდა დიზაინერი, თავის თავს აქსესუარების და კონცეპტუალური სამოსის დიზაინერს უწოდებს. პირველი რაც თვალში მომხვდა ეს გეომეტრიული ფორმები და ფერებია.
მოკლედ ძალიან ინდივიდუალურია ჩემი აზრით .
ძალიან მომწონს საყელოები, ძალიან!
issey miyake (1938) იაპონელი დიზაინერი
გარდა იმისა რომ მისი დიზაინი არის უნიკალური და ულამაზესი,ამავდროულად ისეი მიაკმა ნაკეცების კეთების ახალი მეთოდი შემოიტანა მოდაში, ტანსაცმელი ჯერ იჭრება და იკერება, შემდეგ იდება ქაღალდის ორ შრეს შორის (როგორც სენდვიჩი ისე:დ) და იდება ცხელი პრესის ქვეშ, სადაც ის იკეცება, ანუ კეთდება ეს საოცარი ნაკეცები.
ნუ ალბათ თავადაც ხვდებით რამდენი წვალება სჭირდება ამ შედეგის მიღებას.

Subscribe to:
Posts (Atom)