May 9, 2011

Mary Katrantzou

Mary Katrantzou გახლავთ 25 წლის ბერძენი დიზაინერი, რომელიც ამჟამად ლონდოში მოღვაწეობს. ვთვლი, რომ მისი შემოქმედება არის საოცრად საინტერესო და გამორჩეული, როგორც კი გუგლში სურათები მოვიძიე, მომენტალურად შემიყვარდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მასზე პოსტი დამეწერა. პირველად რამდენიმე თვის წინ ვიხილე მის კაბაში გამოწყობილი Anna Dello Russo (ფოტოზე :დ), კაბა იმდენად ლამაზი და ორიგინალური იყო გადავყწვიტე გამერკვია ვის ეკუთვნოდა, ასე აღმოვაჩინე Mary Katrantzou.
დამოუკიდებელი კოლექცია პირველად 5 სეზონის წინ შექმნა და ყოველ სეზონზე მისი სამოსი უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ყველაზე მეტად რაც მომწონს მის სამოსში და პრინციპში მის მთავარ ღისებადაც შეიძლება ჩაითვალოს, არის პრინტი. გაზაფხულის კოლექციაში მთავარი თემა იყო ინტერიერი და მერიმ ინტერიერის განუყოფელი ნაწილები, თავის კაბაში გადაიტანა. შიფონის დრაპირება, მაგალითად ფარდების როლს ასრულებს, როდესაც თავად კაბაზე დიდი ფანჯარაა დაპრინტული. ბროლის მძივები კი ჭაღის მაგივრობას ასრულებს. ამის წაკითხვის შემდეგ ალბათ ყველა იფიქრებს, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ლამაზი, ზომიერი და გემოვნებიანი. ხოდა მეტს აღარ დავწერ, ფოტოები ყველაფერს იტყვიან.
მერის კაბების ფასები 995$-დან 2950$-მდე მერყეობს











ესეც ADR, Mary Katrantzou-ს კაბებში, როგორც ჩანს ჩემსავით მოსწონს მერი :)))