მსოფლიო გაფერადდა, ყველგან ფერია, ნარინჯისფერი,მანდარინისფერი,ლურჯი,ყვითელი,მწვანე და ყველაფერი ერთად! არ ვიცი, საქართველოში ეს ტრენდი რამდენად შემოაღწევს, რამეთუ ქართველები შავი და ზოგადად მუქი ფერის სიყვარულით გამორჩეულნი არიან, მაგრამ მე მომწონს. ყველაფერი ბრდღვიალებს და ყველაფერი მხიარულია.